17:02 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 23:16:27, 1998 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ რუსეთთან განიხილავს უკრაინისთვის მისაღებ უსაფრთხოების გარანტიებს

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „მომდევნო კვირებში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა, იუწყება Sky News.

ლევიტის თქმით, თეთრი სახლის მეთაური არ სურს უკრაინაში ომის შესახებ შეხვედრების კიდევ ერთი თვის ლოდინი და მიიჩნევს, რომ ახალი კონტაქტები რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები აპირებს რუსეთთან განიხილოს უკრაინისთვის მისაღები უსაფრთხოების გარანტიები.

ამავდროულად, ლევიტმა უარი თქვა იმის თქმაზე, რეალურად შესთავაზა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვი, როგორც უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის პოტენციური ადგილი.

მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აქტიურად განიხილავს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზების სხვადასხვა ვარიანტს.

„დღის ბოლოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არის საკითხები, რომლებზეც ორივე ქვეყანა ვერ თანხმდება და რომლებიც განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებს. ამიტომ, მას სურს, რომ ორივე ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, - თქვა ლევიტმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მოქნილობა უნდა გამოიჩინოს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს ზელენსკის და პუტინს შორის პირველ შესაძლო შეხვედრაზე დასწრებას. ამავდროულად, მისი აზრით, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. თუმცა, ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინამ ყირიმის დაბრუნება უნდა დაივიწყოს.

ჩვენ ასევე დავწერეთ, რომ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ტერიტორიული მოთხოვნების საკითხები უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უნდა განიხილებოდეს. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ პუტინი „რეალისტი“ უნდა იყოს. Axios-ის ცნობით, შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ, პირველ რიგში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics