12:22 - 12 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 13:10:20, 2123 ნახვა

ეკონომიკა
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს

ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში.

კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ამ ეტაპზე 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ლოგოში ირმის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციას გაიღებს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომლის ფუნქცია ცოდნის გადაცემა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამიტომ, როცა საქმე ეკოსისტემების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თსუ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის პოპულარიზაციას და თემაზე ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანია სრულ თანხვედრაშია თსუ-ს ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

თსუ-ს გერბზე/ლოგოზე გამოსახულია ირემი, რომელიც თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს – ეს არა მხოლოდ ძველი ქართული ხელოვნებით შთაგონებული სიმბოლოა, არამედ ძლიერი გზავნილიცაა, რომ თსუ სწორედ ის სივრცეა, სადაც ხდება ცოდნის და სიბრძნის გადაცემა თაობებს შორის.  

“ბუნების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებას არ გულისხმობს, ეს არის პოზიციის დაფიქსირება იმაზე, რომ ბუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. როდესაც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები ერთიანდებიან გარემოს დასაცავად, იქმნება არა მხოლოდ ეფექტური შედეგი, არამედ ძლიერ საზოგადოებრივი გზავნილი: ზრუნვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია თუ ამას ერთად გავაკეთებთ. გმადლობთ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კამპანიის შემდგომ ეტაპებს”, - ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნორვეგიის პრინცესა ასტრიდი ძმის დაკრძალვიდან მეორე დღეს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი - სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ
ფავლენიშვილი - ბარამიძის დაკავება იმ ადამიანების მიერ, რომელთა განცხადებებსაც ოკუპანტები იყენებენ, - აბსოლუტურად მიუღებელია და აუტანელია
წითლიძე -ოცნებას სურს რუსეთისადმი ერთგულების დემონსტრირება, სადაც ბარამიძე რამდენიმე თვის წინ დაუსწრებლად გაასამართლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics