|
2016-03-21 17:38:15, 483 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კარასინისთვის აბაშიძეს პრაღაში უნდა ეპასუხა ისე, როგორც ეს პრემიერმა თბილისში გააკეთა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრაღაში კარასინს უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც შემდგომ მას პრემიერმა საქართველოდან გასცა“, - ასე გამოახმაურა პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის გაოცებულია პრეზიდენტის განცხადებით. „როდესაც საუბარია იმაზე, რომ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადგილზე კარასინს უნდა გასცემოდა ის პასუხი, რაც მას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა უკვე შემდგომ საქართველოდან - რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის მტკივნეული და განსაკუთრებული საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ამიტომ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. ფხალაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრაღის შეხვედრამდე მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბ აბაშიძესთან, თუმცა აცხადებს, მათ არ უსაუბრიათ და ვერც ისაუბრებდნენ იმ განცხადებებზე, რომელიც შემდგომში გააკეთა გრიგორი კარასინმა. „ზურაბ აბაშიძისაგან მოვისმინე ზოგადი ინფორმაცია და ბუნებრივია, რაღაც რეცეპტი ვერ იქნებოდა აქედან მიცემული. მაგრამ როცა საუბარი ეხება ამ ტიპისგანცხადებებს, ასეთი ტიპის შეფასებებს, რაც იქ გაკეთდა, უნდა გაცემულიყო ის პასუხი, რაც შემდგომში თბილისიდან გასცა პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა ფხალაძემ.
FT: ტრამპის მეგობარი რუსულ „ნოვატეკს“ დაეხმარა ალასკაში სტრატეგიული თხევადი ბუნებრივი აირის პროექტის მშენებელ ამერიკულ კომპანიაზე კონტროლის მოპოვებაში
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)