|
2025-07-10 19:23:24, 2027 ნახვა
ეკონომიკა
AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საავტომობილო ინდუსტრიაში - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა ბექა ციცქიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, Change Inspire-ის პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრა. ღონისძიება HT Solutions-ის ორგანიზებით გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში, მონაცემთა ანალიზის პროცესში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ორგანიზაციულ სტრატეგიებში — ეს იყო კონფერენციის მთავარი თემები წელს. „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლებია, ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესმოდელისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფუნდამენტად აქცია. კომპანიის წარმომადგენელმა ღონისძიების მონაწილეებს უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც სამუშაო პროცესში AI-ს ინტეგრაციას გულისხმობს.
ბექა ციცქიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ უფროსი ტექნოლოგიური ოფიცერი: „Change Inspire-ის მსგავს ღონისძიებებში „თეგეტას“ მონაწილეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს საშუალებას, პოტენციურ პარტნიორებსა და მომხმარებლებს გავაცნოთ ჩვენი ციფრული მიმართულება და გავუზიაროთ დაგროვილი გამოცდილება. AI-ს ეპოქაში „თეგეტა ჰოლდინგი“ არ არის მხოლოდ ტრადიციული მომსახურების მიმწოდებელი, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია პერსონალიზებულ და ციფრულ გამოცდილებაზე. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სერვისი მიიღოს მაქსიმალურად სწრაფად, მარტივად და კომფორტულად. მსგავსი მიდგომა დღეს უკვე ინოვაცია აღარ არის - ეს აუცილებლობაა, რათა კომპანიამ შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა და ფეხი აუწყოს ციფრულ რეალობას. მით უმეტეს მაშინ, როცა ინდუსტრიის წამყვანი ბრენდები აქტიურად მუშაობენ ავტომობილების წარმოებისას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე - ამის მაგალითია ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანქანები“. „თეგეტა ჰოლდინგი“ ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთია AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება დიაგნოსტიკაში, სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებაში. მეორეა AI აგენტების პროექტი, რომელიც „თეგეტას“ თანამშრომლებს მონაცემების სწორად გაანალიზებასა და უკეთესი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყობს ხელს. ასევე - AI-driven მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებული პერსონალიზებული შეთავაზებისა და კამპანიების პროექტი. ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2018 წლიდან იმართება. წლევანდელი კონფერენციის თემა „AI ჩემპიონთა ლიგა“ იყო. გლობალურმა და რეგიონულმა ექსპერტებმა ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება და IT ინფრასტრუქტურა.
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. კონფერენციის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Web Services (AWS), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks, Lenovo, Fortinet, Cloudera. ,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)