|
2025-07-02 11:17:01, 1171 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე - ეს რჩება ვარიანტად
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა "ვარიანტად" რჩება, თუმცა მისი გამოყენება განსაკუთრებით რთულია, ჯარისკაცების გასაწვრთნელად დიდი დრო არის საჭირო და ამ გეგმებზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან. ამის შესახებ მერცმა Tagesschau-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. "ჩვენთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სისტემა განსაკუთრებით რთულია და იმისთვის, რომ ჯარისკაცებმა მისი გამოყენება ისწავლონ, მინიმუმ ნახევარი წელიწადია საჭირო. მათ უკვე წვრთნიან? ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. ამის შესახებ ზელენსკის ველაპარაკე, ეს ასევე კოალიციაში განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად". - თქვა მერცმა. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ Taurus-ების გადაცემის შემთხვევაში მას არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. "ყოველთვის გასაგები იყო, რომ თუკი Taurus-ებს ვაწვდით, ამ იარაღებს არა გერმანელი, არამედ უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყენებენ. სხვათა შორის, იგივე ეხება სხვა ფრთოსან რაკეტებსაც, რომლებსაც გაერთიანებული სამეფო ანდა საფრანგეთი აწვდიან". - თქვა მერცმა. მერცმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ აღარ გამოაცხადებს, რათა რუსეთს დასავლეთის ქმედებების ზუსტად შეფასება არ შეეძლოს. "ასევე ვთქვი, რომ ამ ფორმით მომავალში აღარ ვაპირებთ, საჯაროდ განვიხილოთ, თუ რა ტიპის იარაღს ვაწვდით ან რას ვაკეთებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან მსურს, რომ პუტინს გარკვეული გაურკვევლობა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ საომარი კუთხით". - თქვა მერცმა. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ Taurus-ების გადაცემის შემთხვევაშიც გერმანია ომის მხარე არ გახდება. "მხოლოდ ერთი რამ არის ეჭვგარეშე და ამას ამ პროგრამაშიც გავიმეორებ: გერმანია ომში მხარე არ გახდება". - თქვა მერცმა.
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვაზე: შესაძლოა ძირეულად შეარყიოს კონსტიტუციური წესრიგი
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)