|
2025-06-20 10:04:54, 524 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - უკვე 5 წელია, ჩვენი დევნა მიმდინარეობს
დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინოს „მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება“. „დღეს 20 ივნისია, 6 წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო. ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. მას მერე, ბევრი რამ მოხდა - „ოცნებამ“ 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო, გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა, გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობის და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები! დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა - ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით. ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია! ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! - რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად! ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც! დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! - აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)