|
2025-06-15 16:55:08, 1196 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის. „ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის - ქალების, ბავშვების - მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ბათ-იამში, სადაც ის ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ადგილს ეწვია. მისი თქმით, ისრაელი ეგზისტენციალურ ბრძოლაში იმყოფება. „დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით, რა მოხდება, ირანს 20 000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს - არა ერთი, არამედ 20 000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ სარაკეტო იერიშის დროს შიდა ფრონტის სარდლობის მითითებები გაითვალისწინონ. „ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.
COMCOM: რუსთავი 2 მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის გავაფრთხილეთ
შეშფოთებულები ვართ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპით- წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია
საია: შსს-ს მოვუწოდებთ, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტოს
განათლებიდან შესაძლებლობებამდე - ახალგაზრდების მხარდაჭერა BOG-ისთვის მნიშვნელოვანია
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)