|
2025-06-13 12:59:23, 717 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ადვოკატებმა პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოვთქვით და არც მოწმისთვის დაგვისვამს კითხვები
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატებს სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოუთქვამთ და არც მოწმისთვის დაუსვამთ კითხვები. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ეს იყო ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება. „ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიცია ნიკას პოზიციას ემთხვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა, არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4,6 წლით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე, ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი, განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. პროკურატურისგან რაიმე განსხვავებულის მოლოდინი არ გვქონია, რადგან სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი. ნიკას გადაწყვეტილება იყო და ამის საფუძველზე კითხვები არ გვქონია მოწმესთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საქმეში სამართლებრივი შეფასებაა პრობლემა და არა ფაქტები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც გვარამიამ არ გადაიხადა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)