|
2025-06-13 11:42:54, 734 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას
მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი პროცესის პარალელურად, ის „მივა იქ, სადაც საჭიროა“. „რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა რომელიც იქ, იმ კომისიაზე არ მივიდა?! რეალურად კომისია კონსტრუქციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისისა და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. სადაც საჭიროა, იქ მივალ და აღსრულება მოხდება - შემასახლებენ ციხეში, რუსთავის ან რომელიმე სხვაში, რასაც გადაწყვეტენ. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. „ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“ - რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ. ნამდვილად, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ არ გაქვს უკან დასახევი გზა, ჩვენ უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია, ჩვენი თაობების. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს არ აღვასრულოთ. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში ჩვენ, ეს თაობები თუ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. იმიტომ, რომ ეს მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა, მოიტანეს აქამდე ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი თაობაც ითხოვს, რომ ევროპაში შევიყვანოთ საქართველო, რაც უნდოდათ ჩვენს დიად წინაპრებს. ნამდვილად არ შემეშინდება ამის თქმა - საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და არ უნდა ჩავაბაროთ რუსეთსა და ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)