|
2016-03-18 10:49:26, 464 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო. შსს-ს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამინისტროს რეფორმირების პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მნიშვნელოვან როლს. ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა გიორგი მღებრიშვილს ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, გოლად ერდანის წერილი პირადად გადასცა და მისი სახელით, საქართველოს შს მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)