|
2025-06-10 16:52:14, 949 ნახვა
ეკონომიკა
ექსკლუზიური შეთავაზებები BMW და MINI მოდელებზე - SOLO x GT Motors კამპანია დაიწყო!
SOLO-სა და GT Motors-ის ერთობლივი ექსკლუზიური შეთავაზება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი საავტომობილო ბრენდების უახლესი მოდელები უპრეცედენტო ფასდაკლებით შეიძინონ. შეთავაზება მოიცავს BMW-სა და MINI-ს ავტომობილებს, რომლებიც GT Motors-ის შოურუმებშია წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილებზე: BMW-ს iX, i4, i5, XM მოდელებზე, ასევე MINI Aceman-სა და MINI Countryman SE-ზე. SOLO-სა და GT Motors-ის პარტნიორობის მორიგი ეტაპის ფარგლებში, წამყვანი გერმანული საავტომობილო ბრენდის, BMW-ს აღნიშნულ მოდელებზე იმოქმედებს ფასდაკლება 109 000 ლარამდე. ბრიტანული MINI-ს უახლეს და გამორჩეულ მოდელებზე კი 53 000 ლარამდე ფასდაკლებაა გათვალისწინებული. ჯი-თი მოტორსი და SOLO უკვე დიდი ხანია წარმატებით პარტნიორობენ. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში გასული წლის ივნისში საქართველოში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით BMW M Experience. ეს უნიკალური მოვლენა იყო მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ისტორიაში პირველად, სარბოლო ტრასაზე, მომხმარებლებისთვის ლიმიტირებული BMW M5 CS და BMW M3 CS გახდა ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ავტოდრომზე ისეთი მოდელები გამოეცადათ, როგორებიცაა - M2, M4, X5 M, X6 M და XM. „ჯი-თი მოტორსი“ 2008 წლიდან ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამგზავრო, ასევე კომერციული დანიშნულების ავტომობილების ფართო არჩევანს. კომპანიის პორტფელში თავმოყრილია მსოფლიოს მოწინავე ბრენდები – BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki, რომელთა მეშვეობით „ჯი-თი მოტორსი“ ინოვაციური მობილობის სტანდარტებს ქვეყნის მასშტაბით ავითარებს. კომპანია BMW გლობალთან თანამშრომლობის ფარგლებში აშენებს BMW-სა და MINI-ს შოურუმს, რომელიც უახლესი სტანდარტის მიხედვით იქნება დაპროექტებული და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. პროექტში, რომელზეც გერმანელმა და ქართველმა არქიტექტორებმა იმუშავეს, ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. „მომავლის შოურუმი “ Retail.Next-ის პრინციპით იმუშავებს, რაც BMW-ს ახალ საცალო კონცეფციას წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალ ქვეყანაში იქცა წარმატებულ მოდელად.
შვეიცარიამ 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა
ბრიტანეთმა კვიპროსში გამანადგურებლები განალაგა ირანზე აშშ-ის შესაძლო დარტყმის ფონზე
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელის ძირითადი ობიექტები დაბომბა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)