|
2016-03-18 10:30:34, 785 ნახვა
სამართალი
სუს-მა „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი და მისი მოადგილე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ააიპ-ის ბალანსზე რიცხული 350 კვ.მეტრის ფართის შენობის 5 წლიანი იჯარით გადაცემა. მათივე ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების შემდეგ, მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მეტრის ფართის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მოსთხოვეს 30 000 ლარი. დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ამავე მოქალაქეს გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქ/პუნქტით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა წელს დასრულდება
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)