05:45 - 14 Aug, 2026
|
2025-06-10 11:43:37, 957 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში გაუჩინარებულ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებენ
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო („როსავიაცია“) იაკუტიაში გაუჩინარებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენიცაა ჩართული. კომპანია „მიან“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ფრენას ტომპონსკის რაიონის ტყეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა. „როსავიაციის“ ცნობით, საავარიო რადიოსიგნალი იაკუტიაში გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)