|
2025-06-10 10:02:21, 584 ნახვა
მსოფლიო
ლოს-ანჯელესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს. ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციები გაიმართა სანტა-ანასა და სან-ფრანცისკოში, სადაც კვირას დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, სადაც, პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც. ამასთან, პროფკავშირების ლიდერებმა პროფკავშირების გავლენიანი ხელმძღვანელის, დევიდ უერტას გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა ბოსტონში, პიტსბურგში, შარლოტში, სიეტლში, ვაშინგტონსა და რამდენიმე სხვა შტატში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)