|
2025-06-07 11:59:05, 747 ნახვა
პოლიტიკა
ანა წითლიძე - ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3 000 უბანში კანდიდატს
ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3 000 უბანში კანდიდატს,ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ, ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლებია“. „ვერც „ლელო“ და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3000 უბანში კანდიდატს. ვერც ამდენ კომისიის წევრს და დამკვირვებელს მოძებნიან. ამის ინფრასტრუქტურა არა აქვთ. მე მინახავს რეგიონებში ამ პარტიების კანდიდატებიც, კომისიის წევრებიც. ძირითადად სუს-ი უვსებს კვოტებს ისე, რომ ვერც ხვდებიან. არჩევნების დღეს აღმოაჩენენ ხოლმე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს ვართ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“. ეს „ლელომაც“ და გახარიამაც მშვენივრად იციან. ჩვენი კომისიის წევრები რომ უბანში იბრძოდნენ, განსაკუთრებულად გამონაკლისი შემთხვევების გარდა, წამლად ვერ ვიპოვიდით უბანზე აქტიურ გახარიას ან „ლელოს“ კომისიის წევრს ან დამკვირვებელს. ძირითადად მარტოს გვიწევდა „ქოცებთან“ ბრძოლა. ან რისი წამგლეჯები არიან, მთელი კამპანია ვყვიროდი, პირადობების მოწმობების ჩამორთმევაზე, კანონიერი ქურდების ჩარევაზე, ტერორზე და ერთი ბრიფინგიც კი არ ჩაუტარებიათ ადგილზე. უფრო მეტიც ჩემი ბრიფინგების შემდეგ, ჟურნალისტები და საერთაშორისოები მაგათ ოფისებში რომ მიდიოდნენ, თქვენ რატომ არ საუბრობთ ამაზეო, ეუბნებოდნენ, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთო. ამიტომ ეგ ბლეფი წაგლეჯვაზე „ქოცებს“ მოუყევით“, – წერს წითლიძე.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)