|
2025-06-06 13:53:36, 803 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ
საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ!, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „სიძულვილის კამპანიამ, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან, მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამიტომ, მმართველი პარტია შსს-ს საჩივრით მიმართავს, მსგავს შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს”. „ეს არის ის სიძულვილის ენა, უარგუმენტო, ცილისწამებითი და პირდაპირი შეურაცხყოფითი მიდგომები, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და დაკანონებული მოცემულობა, შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია. ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომაც კეთილი ინებონ და ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად“ სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. მისი განმარტებით, საჩივარი, რომელიც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევა, ეხება "სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ".
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)