|
2025-06-06 13:06:30, 696 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ზურა ადეიშვილი, როგორც უკანასკნელი ლაჩარი, ისე გაიქცა ქვეყნიდან
პირველ ოქტომბერს ჩატარდა თუ არა არჩევნები, ზურა ადეიშვილი, როგორც უკანასკნელი ლაჩარი, გაიქცა ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ვერ დაუპირისპირდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც თქვენ ბრძანდებით, მისი პირდაპირი მსხვერპლი, - ასე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სხდომაზე გამოკითხვაზე მისულ ვალერი შოშიაშვილს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოსძალა თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესის კეთების სანაცვლოდ. ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ოჯახთან ერთად ბიზნესს ფლობდა, თუმცა ბიზნესის ფლობისა და კეთების სანაცვლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას 100 000 ლარის ოდენობით თანხის იძულებით გადახდა მოსთხოვა. მისივე განმარტებით, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კომუნიკაცია მოუწია იუსტიციის იმდროინდელ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. ამასთან, ვალერი შოშიაშვილის თქმით, მისი შვილი და ზურაბ ადეიშვილის შვილი, ნიკოლოზ ადეიშვილი კლასელები იყვნენ. შოშიაშვილის თქმით, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს პირისპირ შეხვდებოდა, მისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შვილების თანაკლასელობა ახსენა, რამაც ადეიშვილი გააღიზიანა, ხოლო პირისპირ შეხვედრისა და კომუნიკაციის დროს კი შვილების თანაკლასელობის ფაქტის ხსენების გამო ადეიშვილი მას დასჯით დაემუქრა. ვალერი შოშიაშვილის მოსაზრებით, შვილების თანაკლასელობის ხსენება ზურა ადეიშვილმა აღიქვა იმდაგვარად, რომ მას საქმეში თითქოს დასახმარებლად და საშველად მიმართავდა. „ჩვეულებრივად დორბლებს ყრიდა. შემოვიდა დასჯის... ასეთი გაგიჟებული ადამიანი არ მინახავს. შემოვიდა დასჯის... და თქვა: შენ, ახლა ეს ბავშვები რომ ახსენე, ამაზე უფრო მეტად დაისჯები და ოთახიდან გავიდა კარების მოჯახუნებით... იმან უფრო აღიქვა იმით, რომ მე მას ვრევდი ჩემს დასახმარებლად და საშველად, როგორ გავბედე მასთან გატოლება. შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მხოლოდ ამ ფრაზებით შემოიფარგლა“, - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა. შოშიაშვილს სხდომაზე გამოეხმაურა კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი. „ზურა ადეიშვილი და კარგი იქნება, თუ ბატონი ნიკოლოზი [ზურა ადეიშვილის ვაჟი], ამას ისმენს, რომ მამამისი პირველ ოქტომბერს ჩატარდა თუ არა არჩევნები, როგორც უკანასკნელი ლაჩარი, გაიქცა ქვეყნიდან იმიტომ, რომ ვერ დაუპირისპირდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც თქვენ ბრძანდებით, მისი პირდაპირი მსხვერპლი. როდესაც დღეს, ვალერი შოშიაშვილი, აქ მყოფი მოქალაქე ამბობს, რომ „მე გავიარე ჯოჯოხეთი და დღესაც ვიბრძვი სიმართლის დასადგენად“ და ეს კომისია იმედი მაქვს, რომ ამაში დასადგენად რაღაც წვლილს შეიტანს, რა თქმა უნდა, ეს ყველამ უნდა იცოდეს და მათ შორის იმ შვილებმა, თუ შთამომავლობამ იმიტომ, რომ ცოდნის უფლება და ვალდებულებაც ყველას აქვს“, - განაცხადა წულუკიანმა. ამასთან, თეა წულუკიანმა შოშიაშვილს ჰკითხა, თუ საიდან დაასკვნა ის, რომ ამ კომუნიკაციისას ადეიშვილი დორბლებს ყრიდა, გაბრაზებული რომ იყო“, რაზეც შოშიაშვილმა უპასუხა, რომ „აღელვებული და აქოშინებული იყო“. „ჰო, სხვისი შვილის გაუბედურება შეიძლება თურმე და თავისი შვილი არ უნდა ახსენო. ეს საინტერესო ეპიზოდია ამ საქმეში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)