15:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 11:13:52, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის ამოცანა და სურვილია, ოპონენტები გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში

ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე...ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ამ რეჟიმისგან და სასამართლოსგან მე არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს. ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. აქ მთავარი არის ერთი რამ - ის რისკი, რომელიც აიღეს დაკავებულებმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, გაუტეხლობა და შემართება ბევრს ნიშნავს. ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის საგანგაშო. ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა“, - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics