|
2025-06-03 18:10:31, 802 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ
ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს - ევროპა! აჩვენე შენი ძალა, პუტინი უნდა დამარცხდეს! - ასე მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი. „ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ე. წ. რუსული, ანუ „აგენტების კანონი მიიღო, 30-იანი წლების ტერორის ტრავმა მთელი სიცხადით აღდგა ჩვენს სინამდვილეში: ბევრი ქართველი ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ მოქალაქე ხომ სწორედ ამ ბრალდებით იქნა გადასახლებული ან ფიზიკურად განადგურებული სტალინის დროს, რომ ისინი ვითომდა უცხოეთის აგენტები იყვნენ. ასე გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად და გაანადგურეს უამრავი ადამიანი და ახლაც უცხოეთის აგენტებად აცხადებენ პრორუსი ოლიგარქის კრიტიკოს არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჩვენ - მწერლებს, არტისტებს, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ დემონსტრაციებზე დაკავებული და ნაწამები თავიანთი კოლეგების გამო. პროტესტისთვის ახლაც დაპატიმრებულები არიან ცნობილი მსახიობები - ანდრო ჭიჭინაძე, ვეფხია კასრაძე, ონისე ცხადაძე და სხვები. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ საბჭოთა ცენზურა დააბრუნა და თავდასხმის ობიექტი ამჯერად ცნობილი თეატრალური რეჟისორები და დრამატურგი, დათა თავაძე და დავით დოიაშვილი გახდნენ. ასევე რეჟიმთან მებრძოლი გმირი-ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს. პუტინი საქართველოს თავს დაესხა 2008 წელს და ეს შერჩა, მკვლელი და ტირანი არ დასჯილა, და პირიქით, თითქოს ჩემი პატარა ქვეყანა აღმოჩნდა დამნაშავე - როგორ გაბედე და რუსეთისგან დაიცავი თავიო, ამით გათამამებული პუტინი კი უკრაინას დაესხა თავს 2014 წელს და ყირიმი მიითვისა, და ესეც კი შერჩა, ისევ არ დასჯილა... ასევე ევროპული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა ყველაფერი იღონა, რათა უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეღოთ 2008 წელს და ეს ცხადია სიგნალად იქცა პუტინისთვის, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ დაგვსხმოდა თავს და ბოლოს, 2022 წელს, უკრაინის განადგურება განეზრახა. ეს დიდი შეცდომები იყო: თავის მოტყუების, პრობლემის არ დანახვის, რამაც ჩვენც და ევროპასაც რუსეთის თავდასხმის საფრთხე გააჩინა. იმედია დღეს კი გაითავისა ყველამ, რომ პუტინი საქართველოსა და უკრაინაზე არ გაჩერდება... ამიტომ - ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოსა და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ისინი დღენიადაგ აძაგებენ ევროპას... პროპაგანდის მეშვეობით, მტრის ხატად აქვთ დასავლეთი გამოცხადებული და თავად კი ყველა დასავლური პრივილეგიით სარგებლობენ - მოგზაურობით, გართობით თუ ოჯახის წევრების სწავლითა თუ ცხოვრებით დასრულებული. ამ თვალთმაქცობას კი ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ როგორც ყოველთვის, ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას... საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან მჯერა, არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე, და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში“,- განაცხადა ბუღაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)