|
2025-06-03 14:33:52, 665 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს
არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს - ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს იმისი უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება თვითონ შეაფასებს ინფორმაცია კარგია თუ ცუდია. „რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს - არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს. კანონში რა რეგულაციებიც ჩაიწერება, იმას დაიცავს მედიასაშუალება, ინფორმაციას ობიექტურად მიაწოდებს საზოგადოებას. თავისი ინტერპრეტაცია მედიასაშუალებას შეუძლია ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში და სტუმრის მოწვევით და ა.შ - ეს შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს იმისი უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია. საზოგადოება შემდეგ თვითონ შეაფასებს - კარგია თუ ცუდია. ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. კითხვაზე, რა შეიცვლება იმით, თუ კრიტიკული მედიები მათ ლეგიტიმურად მოიხსენიებს, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ “შეიცვლება ის, რომ გვეყოლება სწორად ინფორმირებული მოქალაქე.” „ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რა არის გაუგებარი? ასე მუშაობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ღმერთმა დამიფაროს, რად მინდა “ტვ პირველისგან” ლეგიტიმაცია… შეფასებითი რაც არის ეს არ უნდა მოხდეს გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, სწორად მიიღოს ინფორმაცია. შემდეგ თავად შეაფასებს რა არის სწორი და რა არასწორი”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართლმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)