|
2025-06-02 18:43:11, 851 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს
თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი, მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გვარამია აღნიშნავს, ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს. „პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს და უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც „გაიპრავებს“ და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ. ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება“, – წერს ნიკა გვარამია.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)