|
2025-06-02 18:16:14, 761 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებას
მიხეილ ყაველაშვილი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ყაველაშვილი მისალოც ტექსტში აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება კაროლ ნავროცკისთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. „გულითადად ვულოცავ ბატონ კაროლ ნავროცკის უაღრესად კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებასა და პოლონეთის პრეზიდენტად არჩევას. ეს არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც გისურვებთ, რომ დიდი წარმატებით გაართვათ თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლონეთს. მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და პოლონელ ხალხს. მოუთმენლად ველით თქვენთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, რის იმედსაც ჩვენს შორის არსებული ღირებულებითი თანხვედრა მაძლევს“, – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის მისალოც ტექსტში.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)