|
2016-03-17 15:47:28, 524 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: რუსეთი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
„რუსეთი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. სანქციები უმნიშვნელოვანესია და, რაც უფრო ყოვლისმომცველი იქნება ისინი, მით უკეთესი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Defence Matters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ქართულ თაგრმანსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „კრემლთან ნებისმიერი სახით კომუნიკაციისას აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაგზავნოს მკაფიო მესიჯი, თუ რა არის ცუდი ქცევა და რა – კარგი. ამის ნათელი მაგალითია ტერორიზმი. როდესაც საქმე ასეთ საერთო და დიდ პრობლემას ეხება, რუსეთს არ უნდა ვუთხრათ: „ეს შენი საქმე არ არის“. ამავდროულად, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, აკეთოს ის, რასაც სირიაში აკეთებს. ისლამური სახელმწიფოს საწინააღმდეგო დასავლური კოალიციის მიწვევის გარეშე კონფლიქტში ჩართვით რუსებმა საკუთარი, განცალკევებული თამაში წამოიწყეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. ამასთან, კითხვაზე ხომ არ ფიქრობს, რომ რუსეთმა შეძლო ყურადღება საქართველოდან უკრაინასა და სირიაზე გადაეტანა, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, საქართველოზე რუსეთის აშკარა ზეწოლა შემცირდა, რადგან ის სხვაგან, უკრაინასა თუ სირიაში, გაიზარდა, მაგრამ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ პოლიტიკაში რაიმე ცვლილების დანახვა რთულია. „მათ სტრატეგიულ მიმართულებებში და მიზნებში თითქმის არაფერი შეცვლილა. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ოკუპაცია ძალაშია, საფრთხე ისევ არსებობს. რუსეთს ვერ ვატყობთ, რომ ის აპირებს, დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ აღარ გვსურს ახალი ომი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდა ვიყოთ პრობლემების მოგვარების პროცესის ნაწილი და არა მათი წარმოშობის მიზეზი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)