|
2025-05-31 14:10:28, 954 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს და მისი დასავლური არჩევანის მძევლად აყვანას ცდილობს, ის არ წარმოადგენს ქართველ ხალხს - ის ებრძვის მის ნებას. საქართველოს აშორებენ ევროპულ გზას, აშორებენ ამერიკასთან პარტნიორობას და მიათრევენ უკან იმ წარსულში, სადაც კრემლი წყვეტდა, ვინ გადარჩებოდა და ვინ არა. ეს რეჟიმი იბრძვის არა ქვეყნის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვის. იჭერენ პოლიტიკოსებს, აუქმებენ პარტიებს, დევნიან ჟურნალისტებს და ასამართლებენ თავისუფალ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ ვერ გაიგეს ერთი რამ: დასავლური არჩევანი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის - ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არჩევანი ვერ იქნება ვერც დაპატიმრებული, ვერც გაყიდული. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ოპოზიციის - ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავლისთვის. ბრძოლა დაწყებულია და მას მხოლოდ ერთი ფინალი აქვს - ქართველი ხალხის გამარჯვება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)