|
2025-05-30 15:50:22, 587 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუცავა: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთა არ მოხდება, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარებას არ დაუბრუნდება
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინსის შეხვდა. „სენატორ სტივ დეინისის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით შეხვედრაზე ვიყავით მე და ნიკა გვარამია. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, ის, სავარაუდოდ, იმ გზავნილს გადასცემს, რომლის ელჩის მხრიდან მიღებაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა. ეს არის დასტური იმის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არ იქნება, თუ საქართველო არ დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას, ხოლო ამის შანსი არის რეალური, ნორმალური, საპარლამენტო ახალი არჩევნებისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობებში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინისი საქართველოს სტუმრობს. ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)