18:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 10:39:28, 957 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს დაფინანსების მიღებას სრულად ციფრულად სთავაზობს

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივებას აგრძელებს. ამ მიზნით,  ბანკმა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს (ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს) სრულად ციფრული, სხარტი ბიზნეს სესხი  შესთავაზა. მისი მეშვეობით, ბიზნეს მომხმარებლები ფინანსებზე წვდომას საქართველოს ბანკის ციფრული არხების - ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე და მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.

ციფრულ არხში განაცხადის შევსების შემდეგ, სისტემა წინასწარ განსაზღვრულ ინფორმაციას ავტომატურად გადაამოწმებს და მოთხოვნილ სესხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს, რომელსაც მომხმარებელი იმავე არხში ნახავს. სხარტი ბიზნეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში, მისი აქტივაცია 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

 “მოხარული ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და სულ რამდენიმე წუთში, ციფრულ არხებში მიიღონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო  სეგმენტის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან ბიზნეს მობილბანკიდან მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს 3-დან 48 თვემდე ბიზნეს სესხი.

პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად  შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს.

დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics