|
2025-05-30 10:32:39, 500 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ლარი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის საყრდენს წარმოადგენს
ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია, საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მტკიცე საყრდენს წარმოადგენს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ლარის მიმოქცევაში შემოსვლიდან 30 წლის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, წლების მანძილზე, ეტაპობრივად იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები. „არსებობის სამი ათწლეული ისტორიის განმავლობაში, ეროვნულმა ვალუტამ განვითარების დიდი გზა გაიარა, წლების მანძილზე, ეტაპობრივად ეშვებოდა და იხვეწებოდა ლარის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები, 2014 წლიდან კი, ლარის გამორჩეული სიმბოლოც შეიქმნა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო სივრცეში საქართველოს ეროვნული ვალუტის იდენტიფიცირების კუთხით. ლარის სხვადასხვა კუპიურაზე დატანილი ეროვნული სიმბოლოები, ისტორიული ფიგურები და კულტურული ნიშნები დღემდე აძლიერებს ჩვენში ეროვნული იდენტობის განცდას და ამავდროულად სიამაყით გვავსებს. ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და მათ შორის ეროვნულ ბანკს დიდი მიღწევები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში არსებული ურთულესი გამოწვევების, პანდემიის, გეოპოლიტიკური სირთულეების, ომისა და გლობალური არასტაბილურობის ფონზე. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)