|
2025-05-29 19:52:14, 869 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედია „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია
ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. „ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს" შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის" გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება, ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს" აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია - ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რომ რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება", - განაცხადა პრემიერმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)