|
2025-05-29 19:00:36, 579 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - „დიფ სთეითი“ ცდილობს, საქართველოშიც დააფუძნოს წარმატებული წარმომადგენლობა
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მსოფლიო პროცესების განხილვის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს აშშ-ში მიმდინარე შიდა პროცესებიც, რადგან „დიფ სთეითს“ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს სენატსა და კონგრესში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი, საქართველო დაცულია. „გასათვალისწინებელია ამერიკის შიდა პროცესები, სენატში და კონგრესშიც „დიფ სთეითს“ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვს და ყველაფერი ღიად და მკვახედ არ ითქმება, სწორედ ამიტომ არსებობს დიპლომატია. სადაც შეიძლება, რომ საკითხს გვერდი დიპლომატიურად აუარო, ასეც უნდა მოიქცე. სწორედ ეს იყო დღეს, უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჩართვა და მისი მხრიდან უნგრეთის ლიდერის პოზიტიური როლის აღიარება. უნგრეთის პრემიერმა ჩვენი პრემიერის მიმართ საკმაოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი და საქართველოში ყველას მოუგო არჩევნები. მან ასევე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ხელისუფლების და საზოგადოების არჩევანის პოზიტიური როლი გამოკვეთა. პრაქტიკულად, ულტრალიბერალურ ძალებთან ბრძოლას საქართველო, თავის მასშტაბში, სრულიად წარმატებულად ახერხებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, უნგრეთსაც უწევს ბრიუსელთან ღირებულებით ღია დაპირისპირებაში შესვლა. „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფები ბრიუსელშიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. ისინი ცდილობენ, საქართველოშიც დააფუძნონ მათი წარმატებული წარმომადგენლობები, მაგრამ არ გამოსდით, საქართველოს ხელისუფლება მყარად დგას. საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი, საქართველო დაცულია, არ მოხდება იმ რევოლუციური პროცესების განვითარება, რასაც ომში ჩართვა მოჰყვება. საქართველო არ დაადგა უკრაინის გზას. ვხედავთ, უკრაინაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდა, ბევრი გარდაცვლილია, დანგრეულია პრაქტიკულად მთელი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდ ძალისხმევას მიმართავს, რომ უკრაინის ომი შეჩერდეს, წინააღმდეგობა იქაც არის და ჯერ ომს დასასრული მაინც არ უჩანს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)