|
2025-05-29 14:41:26, 775 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - პოლონეთის საელჩოს განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ მათი მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ
საქართველოში მიმდინარე აქციებში, რომელიც რადიკალების მიერ იმართებოდა, მონაწილეობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც - პოლონეთის საელჩოს მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი აღიარება იმის, რომ სწორედ ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ ადამიანები აქციებში მონაწილეობას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პოლონეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საელჩოს განცხადება „გარკვეულწილად აღიარებაა იმის, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ.“ „სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანს, არის თუ არა ის საქართველოს მოქალაქე, მას არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, ბუნებრივია, არანაირი პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე არ ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურისტისთვის აბსოლუტურად ღიაა. იცით ტურიზმის მზარდი ტემპი საქართველოში. როდესაც კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ აქციებზე მონაწილეობის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს. ეს გარკვეულწილად აღიარებაა იმის, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ. ეს არის პარალელი, უბრალოდ ფაქტი, რომელიც შეგვიძლია პოლონეთის საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ. დანარჩენი, ცხადია, სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ. „საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)