|
2025-05-29 13:57:40, 661 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას
გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს - ესაა განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის, ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის თქმითვე, „უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“. „გუშინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს. ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის. ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, საუკეთესოები მიდიოდნენ წინ და მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. ძალიან ბევრი თაობის კონსულტანტები არიან, ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა აქვს გასავალი იმიტომ, რომ ჩვენი პერიოდის ყველაზე საამაყო ავტორები იყვნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავშალოთ, გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი რაზეც მე გაფრთხილებდით, ყველაფერი, რისიც მეშინოდა, ყველაფერი, რაზეც ხმამაღლა, გავყვიროდი მთელი ეს წლები, თავიდან ბოლომდე მართალი, სიმართლე აღმოჩნდა. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინვე წარადგინა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)