|
2016-03-17 12:53:17, 2114 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა და მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 600-მდე სკა გადასცა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და უწყების მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში, მოხდება სკების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო ბარათების საშუალებით, რაც თაფლის წარმოების მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. ეს, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მათივე ცნობით, პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 7588 სკა გადაეცემა. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა ხის (რუტისა და დადანის სახეობის) სკები 120 ლარის ნაცვლად 36 ლარად მიიღეს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკები 260 ლარის ნაცვლად 78 ლარად. პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საშუალება აქვს მიიღოს: სასურველი მასალის (ხე (რუტი ან/და დადანი) ან/და პენოპოლისტიროლი) სკა (არაუმეტეს 100 ცალი) თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად; 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პროგრამის ფარგლებში ინვენტარის მიღება ღირებულების 20%-ად შეეძლებათ. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში წარადგინონ. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას იღებენ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი ესწრებოდნენ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)