09:13 - 14 Aug, 2026
|
2025-05-28 11:37:57, 708 ნახვა
მსოფლიო
ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს
ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული მედიის განცხადებით, „პედრამ მადანი სიონისტური რეჟიმის სასარგებლოდ ჯაშუშად მუშაობდა“. „პედრამ მადანის იდენტიფიცირების, დაპატიმრების, სისხლის სამართლის პროცესის სრული პროცესისა და უზენაესი სასამართლოს მიერ განაჩენის საბოლოო დადასტურების შემდეგ, იგი მართლმსაჯულების წინაშე წარდგა და სიკვდილით დასაჯეს“, - აცხადებს ირანული მედია. ცნობისთვის, გასულ თვეში ირანმა ისრაელის სადაზვერვო სააგენტო, „მოსადთან“ თანამშრომლობის ბრალდებით კიდევ ერთი ირანის მოქალაქე, მოსენ ლანგარნეშინი სიკვდილით დასაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)