|
2025-05-28 11:22:31, 726 ნახვა
ეკონომიკა
"როდის "მოვკლათ" ბიზნესი?" - თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 29 მაისს, თბილისში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - “როდის მოვკლათ ბიზნესი?”. ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები: გაბრიელ მელივა (ტექ. ანტრეპრენერი); სოფო ბალავაძე (სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ელენე ზამთარაძე ("შავი პომიდორის" დამფუძნებელი) საკუთარ ისტორიას გაგვიზიარებენ ბიზნესის წამოწყების და მასთან დამშვიდობების შესახებ. ასევე, რა სიმპტომებით ხასიათდება წარუმატებელი ბიზნესი, რა ფაქტორები იწვევს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბიზნესი “მოსაკლავია”. სპიკერები, აუდიტორიას, საკუთარი ისტორიებიდან გამომდინარე, მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას ახალ წამოწყებებში. თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრებზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



