|
2025-05-27 17:43:26, 696 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა პრემიერის დღევანდელი სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები, არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთდება და გაკეთდა, იმისთვის, რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ არის საჭირო ტყუილი სიტყვები, რომ მჭიდრო კავშირი სურთ დიასპორასთან, არამედ საქმეში უნდა ჩანდეს, რომ ნამდვილად სჭირდებათ დიასპორა ქვეყნის მომავლისთვის. „დღეს, 27 მაისი დიასპორის დღეა. პირველ რიგში, მინდა დიასპორას, ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო, იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა პრემიერის დღევანდელი სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები, არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთება და გაკეთდა, იმისთვის, რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი. როცა ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას დიასპორას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს ხმარობს და ყველა ხრიკს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორამ მონაწილეობა არჩევნებში და ერთი მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ 34 000-მა შეძლო და მიიღო მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა. მეორე, რაც შეუძლია სახელმწიფოს და რასაც არ აკეთებს, არის ის, რომ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღება. აღნიშნულზე დავხარჯე ბევრი ენერგია და ბევრი თხოვნა, გაუთავებელი მოლაპარაკებები თავის დროზე იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობასთან, მაგრამ არანაირი შედეგი. დღესაც, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ძალიან რთულია, რომ დაიბრუნონ და აღადგინონ საქართველოს მოქალაქეობა. თანხებიც მაღალი არის და ყველანაირად გართულებული არის პროცესი. ძალიან გაწელილი არის ვადები და ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენს თანამემამულეებს, რომ დაიბრუნონ საკუთარი მოქალაქეობა. კიდევ უარესი, აღდგენაზე უარს ეუბნებიან ადამიანს, როცა ეს არის მისი სრული უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ტყუილად სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან არ არის საჭირო. ჩვენ გვინდა საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)