|
2025-05-27 16:01:50, 565 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, დღეს „ოცნებას“ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის
დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, „ქართული ოცნება“ აღარ არის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. „ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობის და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულებრივი საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია. დემოკრატია ქვეყანაში, სადაც არ არის სოციალური სამართლიანობა, შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა. „ჩვენ გვყავს ორი პოლუსი, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს პრივატიზება მოახდინა, ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას, ის ხალხი, რომელიც, მერწმუნეთ, ოჯახის ფასეულობებთან შეიძლება, ძალიან შორს იყვნენ. მეორე მხარეს მეორე პოლუსი, რომელიც ამბობს, რომ ევროპულები ისინი არიან მხოლოდ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველასთვის, ვინც დღეს საქართველოში მიიჩნევს, რომ არცერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური ძალის კარი ღიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიას განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის. „ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც მიიჩნევთ, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგწონთ, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური კარი არის ღია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)