|
2025-05-26 15:29:13, 835 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივი განცხადება: ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების: გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი განცხადებით ეხმაურებიან. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი განცხადება იმის ხაზგასმით იწყება, რომ ისინი ქართველ ხალხს მიმართავენ: “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს მივმართოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილით და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა”. ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, სამი ლიდერი გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რამაც დემოკრატიის უკუსვლა მოიტანა შედეგად: “მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე”. მაკრონი, მერცი და ტუსკი ჩამოთვლიან ნაბიჯებს, რომლებიც, მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას: “გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს უნდა შეიცვალოს და უნდა განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”. გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება ასე სრულდება: “საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”. "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის შემდეგაც, არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის" გამო და მოუწოდებიათ მისთვის "მოქმედებათა კურსის შეცვლის", ევროპულ გზაზე დაბრუნებისა და რეფორმების განახლებისკენ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)