|
2025-05-24 15:41:06, 681 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - 26 მაისს თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება
26 მაისს თუ ვინმეს ხელოვნურად აქვს რაიმეს დაძაბულობა ჩაფიქრებული, თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალები ღიად, მოურიდებლად აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია, ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. „ვხედავთ და ვისმენთ, რომ რადიკალები პირდაპირ ღიად, მოურიდებლად აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია, ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, დიპლომატიურ კორპუსს არანაირი ნეგატიური კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა რაღაც დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ, ქალბატონი რასას ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოირჩევიან ფაშისტური განცხადებებით, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადება ვნახეთ, რომ მსხვერპლი არის საჭირო, იქ ქალბატონი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სახლობანას თამაშს და თვლის, რომ ისევ არის პრეზიდენტი, უნდა ჩაიბაროს აღლუმი. იგივე ფილმის გაგრძელებაა, როგორც იყო ალტერნატიული პარლამენტის და მთავრობის შექმნა, ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, თუ ვინმეს დაძაბულობის შექმნა აქვს ჩაფიქრებული, გასცდება კანონის ფარგლებს, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება. „თუ ვინმეს ხელოვნურად აქვს რაიმეს დაძაბულობა ჩაფიქრებული, მოვუწოდებთ, ორჯერ დაფიქრდეს, ვინაიდან, თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, იგი დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით. ამას ხაზგასმით ვაცხადებთ, მით უმეტეს, ისეთი დღესასწაულია, როგორიც 26 მაისია, სადაც მთელი ერი ზეიმობს, ერთიანდება და ეს არის ჩვენი ქვეყნის დღესასწაული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)