|
2025-05-24 13:50:49, 601 ნახვა
პოლიტიკა
ტატო ხვედელიანი - მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის გამოყენება არ მოხდეს პარტიული ინტერესებისთვის
26 მაისი სახალხო დღეა, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით ნაბიჯი წინ გადავდგით, დაუშვებელია, ეროვნული მნიშვნელობის დღე ნებისმიერმა პარტიამ და სუბიექტმა ხალხში დაპირისპირებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა. მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ ამ დღის ორგანიზებაში არ მონაწილეობს, თუმცა პარტიის წევრები ხალხთან ერთად იქნებიან. „26 მაისი სახალხო დღეა, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით ნაბიჯი წინ გადავდგით. ეს დღესასწაული ქვეყნის მთავარ გამზირზე ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ. ამ დღეს როგორც ორგანიზატორები არცერთი პლატფორმის ფარგლებში არ ვიქნებით წარმოდგენილნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღეს ერთიანად ვიდგეთ ხალხთან და ამომრჩევლებთან ერთად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ დღის გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის, დაუშვებელია, ეროვნული მნიშვნელობის დღე ნებისმიერმა პარტიამ და სუბიექტმა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხში დაპირისპირება მოხდეს. ჩვენი პარტია ამ დღის ორგანიზებაში არ მონაწილეობს. ჩვენ ვიქნებით ხალხთან ერთად. დაუშვებელია ამ დღის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული დღე ქვეყნისთვის. ჩვენ ვიქნებით ჩვენს ამომრჩევთან ერთად და ვიზეიმებთ ამ დღეს. ნებისმიერი სახის რადიკალიზაციის პროცესი ამ დღეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებული დაპირისპირების დროსაც ამ დღეს პარტნიორები ჩამოდიან. „ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხრიდან მზაობა, იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით. მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ემსახურება პროევროპული ფლანგის გაძლიერებას და, საბოლოოდ იმ პროცესების განმუხტვას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რომ ქვეყნის მოსახლეობის ორი მთავარი მოთხოვნა აღსრულდეს – 53 პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ქვეყნის ევროპული მომავლის აღდგენა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)