|
2025-05-21 19:29:28, 758 ნახვა
პოლიტიკა
მარკო რუბიო საქართველოზე: არის ჩვენი ინტერესი, ანტი-ამერიკული მთავრობა იყოს მსოფლიოს ამ ნაწილში?
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „ანტი-ამერიკულ მთავრობას“ უწოდებს. ახლახან, - 2025 წლის 21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე, - აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა. კონგრესმენმა უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარეო საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა: „200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“? სახელმწიფო მდივანი რუბიოს პასუხი ასეთი იყო: „დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.
ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი: ევროპასთან დავა „გონივრული გზით“ დასრულდება
დანიის პრემიერ-მინისტრი: ევროპაში განხეთქილება რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს
ადგილი აქვს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მცდელობას – პენიტენციური სანდერის განცხადებაზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს
უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს შეერთებულ შტატებში
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)