06:34 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 19:21:47, 682 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ბათუმში გერმანიის ელჩი შეურაცხყოფა, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად მისი და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. მისივე თქმით, გერმანიის გარეშე არ არსებობს ევროინტეგრაციის პროცესი.

მისი თქმით, მომხდარი საქართველოს შეურაცხყოფაა.

„მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. მინდა რომ ჩემი მხრივ და ასევე ამაში მინდა გავაერთიანო წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს, აფასებს. ელჩმა, დღეს რომ შევხვდი, თვითონაც მითხრა, იმ დროს, როცა ვიღაც ლანძღავდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩისა და მისი მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი