|
2025-05-21 10:06:18, 974 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ევროკავშირმა უკრაინას დაგეგმილი 2 მილიონი საარტილერიო ჭურვის ორი მესამედი უკვე გადასცა
ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის შესამცირებლად და იმისთვის, რომ მას მშვიდობის დამყარება ვაიძულოთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა. “ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა 2 მილიონი საარტილერიო ჭურვიდან ორი მესამედი უკვე გადმოგვცეს და ვმუშაობთ დანარჩენის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე“, - აღნიშნა სიბიგამ. მისი თქმით, საჭიროა გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის. „ეს კრიტიკული პერიოდი მოითხოვს გაბედულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც რუსეთის შესაკავებლად, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის“, - აღნიშნა სიბიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)