|
2025-05-20 10:16:59, 723 ნახვა
სამართალი
საქართველოდან საფრანგეთში ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრეფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. ექსტრადირებული პირები საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2024 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. ფრანგული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ტანტრა იოგის“ საფარქვეშ მოქმედი ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანთა ტრეფიკინგი წარმოადგენდა, ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს სულ მცირე შვიდი პირის საფრანგეთის რესპუბლიკაში გადაყვანაში და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი. 2025 წლის 16 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოხატავს მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ყაველაშვილი - ჩემი მეუღლე მიემგზავრება აშშ-ში მელანია ტრამპის მიწვევით
პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეების კარვები აიღო
ანტიამერიკული და ანტიისრაელური განცხადებები საქართველოში, ტრამპის სისხლიანი ხელები ბანერებზე
ლელო: ოპოზიციის დიალოგი „ოცნებასთან“ და ახალი საპარლამენტო არჩევნები, გამოსავალია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან
|
რედაქტორის რჩევით
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
დასანქცირების შემდეგ, POSTV და TV იმედი FB-ზე მასალებს ახალი გვერდებიდან არეკლამებენ
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს თავდასხმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე
რუსეთმა კიევი და შემოგარენი დაბომბა, არის მსხვერპლი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
WADA: დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა 6 მოთამაშის და პერსონალის 1 წევრის მხრიდან
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)