|
2025-05-19 22:12:43, 1226 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს. „ახლახან დავასრულე ორ-საათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით“, - წერს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“. „ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. პოტენციალი უსაზღვროა. ასევე, უკრაინას შეუძლია ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღოს, საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. „ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ვატიკანმა, რომელსაც რომის პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ დაინტერესებულია მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. დაე, ეს პროცესი დაიწყოს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
შვეიცარიამ 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა
ბრიტანეთმა კვიპროსში გამანადგურებლები განალაგა ირანზე აშშ-ის შესაძლო დარტყმის ფონზე
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელის ძირითადი ობიექტები დაბომბა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)