06:24 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 15:27:26, 584 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა

[პაატა ბურჭულაძემ] ყველაზე ჭკვიანური რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. ამას, რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ პაატა ბურჭულაძის დაყენებული საკითხი, შესაძლოა, რეალობაში განხორციელდეს.

“საერთოდ ვერაფერი წარმომიდგენია პაატა ბურჭულაძის მიერ დაყენებული რეალობაში რომ განხორციელდეს, ვინაიდან ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს. არსებობს ერთი რეალური შეფასება, რასაც ჰქვია სისულელე და ზოგადად, სისულელეს ლაპარაკობენ სულელები. შეიძლება თავის დროზე კარგი მომღერალი იყო, რუსეთშიც ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობდა, მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო, დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა, თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე ჭკვიანური, რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ არის ბოროტება - როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო. რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

„ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების“ ქაღალდები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი