|
2025-05-16 15:46:48, 747 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - პეტერ ფიშერი ცდება, როცა ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე თავდასხმა ხდება
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცდება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე თავდასხმა ხდება - თუკი ურთიერთობების რაიმე ფორმით გართულებაზეა საუბარი, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა ამის მიზეზი თავად ევროკავშირის ბიუროკრატიასა და მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა. მათიკაშვილი ტელეკომპანია “იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბათუმში, პიტერ ფიშერი “ოპოზიციის აქტივისტებს“ შეხვდა. მათიკაშვილის თქმით, “ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი რადიკალებს კულუარულად ხვდება, ბევრ რამეზე მეტყველებს და რაკი არის შეხვედრის თემების დამალვისა და მასზე ჩუმად საუბრის საჭიროება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ის საკითხებია, რაც რადიკალებს აღელვებთ“. “სამწუხარო მოცემულობაა, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი კულუარულად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. ელჩის დამოკიდებულება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არის მცდელობა იმისა, მოსახლეობის ნება-სურვილის ნიველირება მოახდინოს და ეს ყველაფერი გლობალური ნეგატიური ძალების სასარგებლოდ იყოს გადატანილი. ეს ძალიან სამწუხაროა! გერმანიის ელჩი სცდება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რაიმე ფორმით ევროკავშირზე თავდასხმა ხდება. მას მოვუწოდებდი, კარგად გაიაზროს მოვლენათა განვითარების ის ჯაჭვი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით განვითარდა - თუ როგორ იყენებდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად, რათა საქართველო მისთვის დამღუპველ პროცესებში ჩართულიყო. სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ კუთხით ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვნახეთ, როგორ მიბრძანდებოდნენ ანტისახელისუფლებო მიტინგებზე, სადაც რადიკალები საკუთარ ზრახვებს ამზეურებდნენ; როგორ იდგნენ ტრიბუნასთან და მოუწოდებდნენ საზოგადოებას ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა თანამდებობის პირები. თუკი ჩვენ რაიმე ფორმით ურთიერთობების გართულებაზე ვსაუბრობთ, ამის მიზეზი, პირველ რიგში, ევროკავშირის და გერმანიის ელჩმა ევროკავშირის ბიუროკრატიაში და მათ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ, სადაც ანტიქართული რიტორიკა ჭარბობს. ეს არის მიზეზი და კარგი იქნება, თუ მიზეზს სწორად მოძებნიან!“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)