11:07 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 15:30:55, 726 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა

ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი - ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“, კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით, ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი.

„ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი.

ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლების, უსაფრთხოების და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეუფასებელია.

ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“ – კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით – ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას.

ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტის“ მიღება. „მეგობარი აქტი” მიჯნავს ივანიშვილს და საქართველოს.

„მეგობარი აქტი“ ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – დახმარება და თანადგომა ქართველ ხალხს!

ამერიკა ჩვენი მეგობარია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არამედ:

იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს;

აძლიერებს ქართულ ჯარს;

ხელს უწყობს განათლების და ეკონომიკის განვითარებას;

საერთაშორისო გავლენებით გვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

ეს ურთიერთობა გვეხმარება, ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის გავლენის ზონაში დაუცველად დარჩენილი, ქაოსში ჩაძირული ერი.

ეს პარტნიორობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფალი და ღირსეული მომავალი.

ეს მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და მას ვერ გადაფარავს ვერც ერთი კლოუნის ცინიზმი და პროვოკაცია.

ჩვენი მტრების მიზანია – საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი.

ამ დროს ამერიკა, “მეგობარი აქტით”, კიდევ ერთხელ გვეუბნება: „თქვენ მარტო არ ხართ.“

ჩვენ კი ვპასუხობთ: „ჩვენ ვიცით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მტერი!“

ჩვენი არჩევანია დაცული საქართველო ძლიერ ამერიკასთან და ძლიერ ევროპასთან ერთად!

ჩვენ გავიმარჯვებთ!” -აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics