|
2025-05-14 16:20:17, 829 ნახვა
ეკონომიკა
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ბაზრის ლიდერი კომპანია „ენთები“ უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესებს აწვდის თანამედროვე ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას. „ენთები“ თიბისის მიერ ორგანიზებული ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოების ღონისძიების გამარჯვებულია ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასობით კომპანიამ და ჟიურიმ სწორედ „ენთები“ გამოარჩია. „ენთები“ ყოველდღიურად 700-ზე მეტ კლიენტ კომპანიას უწევს ბუღალტრულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათი ბუღალტერიის სრულ გამართულობას. 2025 წლიდან, „ენთები“-მ მომხმარებელს ასევე შესთავაზა ახალი სერვისი - „ბუღალტრული გატარებების“ (ე.წ. Bookkeeping). სტანდარტული ბუღალტრული სერვისისგან განსხვავებით, ეს სერვისი ბიზნესებს საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ საკუთარი მთავარი ბუღალტერი და მას გაუჩინონ გამოცდილი დამხმარე „ენთების“ სახით. კერძოდ, „Bookkeeping“-ის ფარგლებში „ენთები“ უზრუნველყოფს ყველა ბუღალტრული გატარების შესრულებას, ხოლო კომპანიის მთავარი ბუღალტერი მხოლოდ ინფორმაციის ანალიზსა და საგადასახადო დეკლარაციების გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, მთავარ ბუღალტერს უმარტივდება საკუთარი საქმე და თავისუფლდება „შავი სამუშაოსგან”. აღრიცხვის წარმოება ხდება ხარისხის მონიტორინგის მექანიზმების სრული დაცვით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების ალბათობა. კომპანიის მთავარი ბუღალტერი კი ელექტრონულად აკონტროლებს დავალებების შესრულებას. კომპანიები, რომელთაც სურთ ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგონ საკუთარი ბუღალტერია და გათავისუფლდნენ საგადასახადო რისკებისგან, შეუძლიათ მიანდონ საქმე „ენთებს“, რომელიც დაკომპლექტებულია 100-ზე მეტი ბუღალტრითა და საგადასახადო ექსპერტით. „ენთები“ უზრუნველყოფს მომხმარებელი კომპანიების ინტერესების დაცვას საგადასახადო ორგანოსთან, რაც გულისხმობს საგადასახადო აუდიტის დანიშვნის შემთხვევაში, კლიენტი კომპანიის წარმომადგენლობასა და შემოწმების პროცესის წარმართვას. გარდა ამისა, „ენთების“ ბუღალტრული და საგადასახადო მომსახურება დაზღვეულია ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენთები“ პასუხს აგებს მის მიერ წარმოებული ბუღალტერიისას დაშვებული შეცდომების მიერ გამოწვეულ საგადასახადო ჯარიმებსა და საურავებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სტანდარტული ბუღალტრული მომსახურებისა, „ენთები“ მომხმარებელს სთავაზობს პოზიტიურ ატმოსფეროს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზე და ამავდროულად კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე.
ენთების საკონტაქტო ინფორმაცია: ფეისბუქი: https://www.facebook.com/AccountAnts.ge ტელეფონი: +995 32 212 22 12 საიტი: www.ants.ge
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)