21:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 10:20:46, 1095 ნახვა

ეკონომიკა
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანს საქართველოში მოცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ამ სექტორში კომპეტენციის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა წარმოადგენს.

“საქართველოს ბანკი წლებია, აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერია და რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას უწყობს ხელს. გაფორმებული მემორანდუმი ერთის მხრივ, წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის, მეორეს მხრივ კი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რათა საქართველოში მოცვის წარმოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით, და გვჯერა, რომ აღნიშნული სექტორის გაძლიერებისთვის სამომავლოდ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან, რაც აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მოცვის ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ასოციაციის მთავარი მიზანია სექტორში ერთიანი სისტემის შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ როგორც ფერმერები, ისე ფინანსური ინსტიტუტები, ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. მიგვაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება, ტექნოლოგიური განვითარება და სწორი ფინანსური მხარდაჭერა სექტორის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მოცვის ინდუსტრიისთვის არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სანდო პარტნიორობას და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ერთობლივად ბევრ წარმატებულ ინიციატივას მივცემთ დასაბამს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ აგრარულ სექტორს,” — განაცხადა ლურჯი  მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics