|
2025-05-13 13:19:41, 699 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის სასამართლომ ცნობილი მსახიობი, ჟერარ დეპარტიე 2021 წელს, ფილმის The Green Shutter-ის გადასაღებ მოედანზე ორი სხვადასხვა ქალის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. პრუკურორი მოითხოვს, 76 წლის მსახიობს 18-თვიანი პირობითი სასჯელი და €20 000-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა შეეფარდოს. დეპარდიე 2024 წლის 29 აპრილს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იყო მისული. დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ "დისკოზე" მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო. 2023 წლის 15 დეკემბერს ფრანგი მსახიობი ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მაშველებმა ქალი ვერ გადაარჩინეს. მსახიობმა თავი იმ დღეს მოიკლა, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ. ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ "დანტონში" მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 2019 წელს დებევერმა გაიხსენა, რომ ფილმ "დანტონის" გადაღებისას ჟერარ დეპარდიე სარგებლობდა გადასაღებ მოედანზე მასთან ფიზიკური სიახლოვით და ერთ-ერთ სცენაში, სადაც ისინი ეტლით მგზავრობენ, დეპარდიემ ხელი მას კაბაში შეუცურა, რასაც ქალი ეწინააღმდეგებოდა. თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარჰყოფს.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)